შპს „დია კონსტრაქშენ კომპანი“ ს/ნ 202451792 დაფუძნებულია 2008 წლის ივლისში პარტნიორების მამუკა გვილიას, ზვიად ჟორჟოლიანის, ირაკლი შალიკაშვილის და ვატო სულაბერიძის მიერ. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობას შეადგენს სამშენებლო მენეჯმენტი, პროექტირება და მშენებლობა.
დამფუძნებლებს ერთმანეთთან აკავშირებთ მრავალწლიანი ერთობლივი გამოცდილება მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებაში. დაფუძნების დღიდან თვითონ მართავენ კომპანიას და ორიენტირებულები არიან გაუწიონ დამკვეთებს საუკეთესო სერვისი სამუშაოების მშენებლობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით.
ჩვენი კომპანიის მთავარი სტრატეგიაა თვითოეულ დამკვეთთან ინდივიდუალური მიდგომა და ფასთა წარმოქმნის მოქნილი მექანიზმი. თქვენი დაკვთის თანახმად ჩვენ შეგვიძლია შეგიდგინოთ პროექტი, დაგიანგარიშოთ დანახარჯები და შეგისრულოთ ნებისმიერი ტიპისა და სირთულის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები.
სამშენებლო ტექნიკას: ექსკავატორები, ბულდოზერები ამწე-კრანები და სხვა მოწოდებას ანხორციელებს ჩვენი პარტნიორი კომპანია „ელიტ-მოტორსი“, რომელიც გახლავთ კონცერნ „ვოლვო“-ს წარმომადგენელი საქართველოში.
შპს „დია კონსტრაქშენ კომპანი“ – ეს კარგად ორგანიზებული მობილური სამშენებლო კომპანიაა, ძლიერი ინჟინერ – ტექნიკური პერსონალითა და გამოცდილი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, ჩვენ ვანხორციელებთ ყველა ტიპის საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. თანამედროვე მასალების და ტექნოლოგიების გამოყენება, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ყველა ეტაპზე ტექნიკური კონტროლის სისტემის გამოყენება გვაძლევს საშუალებას სამუშაოები შესრულდეს სწრაფად, მაღალ დონეზე და ხარისხიანად.
ჩვენი კომპანია, არსებული პროფილით, ფუნქციონირებს უკვე 10 წელია.
საქართველოს საწარმოების საყოველთაო სახელმწიფო რეიტინგების, 2015–2016 წლების სტატისტიკური რანჟირების შედეგად, საქართველოს ნაციონალური ბიზნეს–რეიტინგების კავშირის მიერ შპს “დია კონსტრაქშენ კომპანი” გამოცხადდა გამარჯვებულად და გადაეცა:
- ეროვნული სერთიფიკატი “დარგის ლიდერი 2016”
- კედლის მედალი “დარგის ლიდერი 2016”
- სამ წარმატებულ თანამშრომელს გადაეცა ეროვნული სერთიფიკატი “წლის სპეციალისტი 2016”